observatoria

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია  
   
   
   
   
   
   
   
   
   

 

ობსერვატორია - შენობა, რომელიც სპეციალურად არის მოწყობილი ასტრონომიული, გეოფიზიკური და სხვა დაკვირვებებისათვის; დაწესებულება, რომელშიც ასეთი დაკვირვებები წარმოებს.

ასტრონომიული ობსერვატორიები

ასტრონომიული ობსერვატორია - ტელესკოპებით, ლაბორატორიული იარაღებით და გამომთვლელი მანქანებით აღწურვილი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, სადაც სისტემატურად მიმდინარეობს ასტრონომიული დაკვირვებები და მათი კვლევა-ანალიზი.

ასტრონომიულ ობსერვატორიებს, როგორც წესი აგებენ ქალაქგარეთ, ქალაქის ხელოვნური განათების, მტვერისა და სამრეწველო ნაგებობათა ჭვარტლისაგან მოშორებულ ადგილებში. ამის გარდა ობსერვატორიის ადგილი მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოფდეს ცის ბუნებრივ სიწმინდეს წლის დიდი პერიოდის მანძილზე. შესაბამისად ობსერვატორიები იგება მაღლა მთაში და შორს დასახლებული პუნქტისაგან, რათა ერთის შემთხვევაში ღრუბლების ინტესივობამ და მეორეს მხრივ ხელოვნურმა მტვერმა და სინათლის გამოსხივებამ ხელი არ შეუშალოს ზუსტ სამეცნიერო მუშაობას.

ობსერვატორიის მთავარი ხელსაწყოები - ტელესკოპები დამცავ კოშკებშია მოთავსებული. ასეთი დაწესებულებები ტელესკოპის გამოგონებამდეც არსებობდა. ეს იყო მაღალი შენობები, საიდანაც აკვირდებოდნენ მზის, მთვარის, ვარსკვლავების და პლანეტების მოძრაობას და ცის თაღზე მათს გადაადგილებას. ობსერვატორიებს უმეტესად მთაში აგებენ, სადაც ჰაერი უფრო სუფთა, გამჭვირვალეა და ხილვადობაც უკეთესია. დღეს ობსერვატორიები მოწყობილია კოსმოსურ ხომალდებზეც.

ჩვ. წ.-მდე დაახლოებით 3000 წ. გაჩნდა ასტრონომიული დაკვირვებათა პირველი ჩანაწერი ჩინეთში, ეგვიპტეში და ბაბილონში.

ჩვ. წ.-მდე IV ს. ჩინელმა ასტრონომმა ში შენმა შექმნა 800 ვარსკვლავის პირველი კატალოგი (ერთგვაროვანი საგნების გარკვეული წესით შედგენილი სია).